90-იანების ათი საუკეთესო მეკარე, რომელიც დღემდე თამაშობს
წარმოგიდგენთ 90-იანი წლების დასაწყისში ფეხბურთში მოსულ იმ ათ მეკარეს, რომელიც დღემდე აქტიურ სპორტშია.
1. მარკ შვარცერს ოქტომბერში 43 წელი შეუსრულდება, თუმცა ის კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს. არადა, ავსტრალიელი ჯერ კიდევ 1994/95 წლების სეზონში დრეზდენის „დინამოში“ თამაშობდა
2. ადრე ამჟამად 40 წლის შეი გივენის გარეშე „ნიუკასლის“ წარმოდგენა შეუძლებელი იყო. 2009 წელს მან ცდუნებას ვერ გაუძლო და „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან ჯო ჰარტს კონკურენცია ვერ გაუწია, რის გამოც „ასტონ ვილაში“ წასვლა მოუწია, სადაც მხოლოდ განვლილი სეზონის ბოლო ნაწილში ითამაშა
3. იკერ კასილიასი 18 წლის იყო, როდესაც 90-იანი წლების ბოლოს მადრიდის „რეალის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა. და, აი, ახლა, 16 წლის შემდეგ, ის „სამეფო კლუბს“ ტოვებს
4. სხვათაშორის, იმ პერიოდში კასილიასმა შემადგენლობიდან ალბანო ბიზარის ამოგდება გამოუვიდა. მოგვიანებით ბიზარი იტალიაში გადაბარგდა, თუმცა წარმატებას ვერც „ჯენოაში“ და ვერც „ლაციოში“ მაიღწია. განვლილ სეზონში მან „კიევოში“ ითამაშა, ცოტა ხნის წინ კი ვერონელებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა
5. ჯანლუიჯი ბუფონი „პარმას“ ძირითადი მეკარე „იუვეში“ გადასვლამდე დიდი ხნით ადრე გახდა
6. „რომას“ ამჟამინდელი მეკარე მორგან დე სანქტისი 37 წლის ბუფონზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია
7. კრისტიან აბიატი „მილანში“ 1998 წლიდან ირიცხება. ამ პერიოდში მან იჯარით არაერთი კლუბი მოიარა, თუმცა 2008 წელს „როსონერიში“ დაბრუნდა
8. ალექს მანინგერი მრავალი წლის განმავლობაში „არსენალის“ მეორე მეკარე იყო. ავსტრიელმა ლონდონური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მაინც ვერ მოახერხა, რის გამოც „მეთოფეების“ დატოვება მოუწია. მანინგერი ერთი პერიოდი „იუვენტუსშიც“ იყო. ამჟამად ის „აუგსბურგში“ ირიცხება და ბუნდესლიგაში პერიოდულად თამაშიც უწევს
9. გავიხსენოთ „მილანის“ კიდევ ერთი მეკარე, თუმცა დღეს ის „როსონერიში“ აღარ თამაშობს. ნელსონ დიდა 90-იანების შუაში ბრაზილიის ნაკრებში მოხვდა. ამჟამად ის ბრაზილიურ „ინტერნასიონალშია“, რომლის შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ამის მიუხედავად, 41 წლის გოლკიპერი კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს
10. „სან-პაულუში“ თამაში და გოლების გატანა როჟერიო სენიმ 20 წლის ასაკში დაიწყო. 42 წლის მეკარეს ეს წარმატებით დღესაც გამოსდის