უხვგოლიანი მატჩი ზუგდიდში
ქართული კლუბები მოახლოებული სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. დღეს, „ზუგდიდმა“, „ბაიას“ ბაზაზე, ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ უმასპინძლა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ზუგდიდელთა გამარჯვებით, 5:3 დასრულდა.
მე-11 წუთზე ანგარიში ცოტნე სამუშიამ გაიხსნა, თუმცა „სამეგრელომ“ ანაგრიში ორ წუთში გაათანაბრა. მოგვიანებით ვახტანგ კვარაცხელიამ მეტოქის კარი აიღო, რითაც „ზუგდიდი“ მეორედ დაწინაურდა. პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა წონასწორობა კვლავ აღადგინეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ზუგდიდი“ მესამედ დაწინაურდა – ამჯერად თავი მურთაზ ჩანგელიამ გამოიჩნა. მასპინძელთა მეოთხე გოლი გოდერძი მაჩაიძემ გაიტანა. მოგვიანებით მურთაზ ჩანგელიამ დუბლიც შეასრულა, შეხვედრის ბოლოს კი ჩხოროწყუელებმა ორი გოლის გატანა შეძლეს. სათქმელია, რომ „ზუგდიდის“ მოთამაშემ ცოტნე სამუშიამ ამ მატჩში სამი საგოლე პასი გააკეთა.