გვარდიოლა გიოტცეს წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ნახევარმცველ მარიო გიოტცეს კლუბიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ცნობისთვის, ბოლო დროს ევროპული პრესა გერმანელი მოთამაშის ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის შესახებ წერს.
„მარიო ტოპ დონის მოთამაშეა. ის „ბაიერნის“ ფეხბურთელია და გუნდში მოახლოებული სეზონისთვის დარჩება.
გიოტცეს თაობაზე მოლაპარაკება არ გვქონია. ამის თაობაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა გვარდიოლამ.