რიო განზე დაგვრჩა
უქმეებზე საქართველოს “შვიდკაცას” თავი არ დაუზოგავს, მაგრამ ერთი მოგება ვერ ეყო და ოლიმპიადაზე გასასვლელად ბრძოლას გამოეთიშა.
ლისაბონში, ჟამორის სანაკრებო ბაზაზე, “ევროპის რეპეშაჟი” მოეწყო. შეიკრიბა 12 გუნდი: ევროპის “გრან პრის” 8-ვე ხელ’მოცარული, I ჯგუფის სამი მოწინავე – პოლონეთი, უკრაინა, ლატვია – და II ჯგუფის ფალავანიირლანდია. მონაწილეთა მიზანი მოწინავე სამეულში დაფინიშება და ამგვარად, საგაისო, 16-გუნდა, “მსოფლიო რეპეშაჟში” გასვლა იყო.
პული ურთულესი შეგვხვდა. ვარაუდი შედეგით დამტკიცდა – ოთხიდან სამი გუნდი ოთხეულში შევიდა, მაგრამ ვაგლახ, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ზედმეტნი.
ევროპის ოლიმპიური რეპეშაჟი |
ლისაბონი, ჟამორ (პორ) სთრიმი საქართველოს დროით * ფრე |
საქართველო – |
18/07 | 15.06 | იტალია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
18.06 | ირლანდია | 17:21 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
21.06 | რუსეთი | 10:7 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
19/07 | 15.06 | ბელგია (1/4ფ) | 21:5 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1/2ფ | 17.56 | გერმანია | 5:26 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
III | 20.43 | ირლანდია | 7:15 |
კიბე: 1 რუსეთი (თასი), 2 გერმანია, 3 ირლანდია – 4 საქართველო
5 რუმინეთი (სინი), 6 ლიტვა, 7 ბელგია, 8 პორტუგალია
9 იტალია (ფიალა), 10 უკრაინა, 11 პოლონეთი, 12 ლატვია
“მსოფლიო რეპეშაჟში” გავიდა სამი მოწინავე
სიმარდე, გამძლეობა, უნარი
ტურნირი 11 კაცის ამარა ჩავატარეთ, რადგან მეთიუ ჯანი წინა ვიქენდზე, ექსეთერშივე დაგვიშავდა. რიგიანად ითამაშეს ზურაბ ძნელაძემ, გიორგი შკინინმა, ირაკლი გეგენავამ, იოსებ კიკვაძემ და მეტადრე, ლევან გოგოლაშვილმა, მაგრამ გადამწყვეტ მატჩებში ისევ ვერ გვეყო სიმარდე, გამძლეობა და უნარიც.
ვუტევდით უკეთ: ქაოსს ვქმნიდით, ღრეჩოებში ვძვრებოდით, მაგრად ვეძალებოდით და ფეხითაც მოსწრებულად ვიგორებდით წინ და ფრთიდან ფრთაზეც ვკიდებდით, მაგრამ ბევრჯერ ვერ ავიღეთ ქიქ’ოფი, ბოჭვის შემდეგ დაცვაში მხარი გვექცეოდა ხოლმე და ბურთაობასაც მას შემდეგღა ავაწყობდით, როცა მეტოქე ბევრით გაგვისწრებდა.
ასე დაგვემართა სამივე წაგებულ მატჩში – ორჯერ ირლანდიასთან და ერთხელაც გერმანიასთან. უფერულად მოვუგეთ იტალიას – მაგრამ თქმულა, გონჯი გამარჯვება სჯობს ლამაზ წაგებასო; პლეი’ოფში ადგილ’დაბევებულებმა სირენის შემდეგ, ჯარიმის გატანით ვძლიეთ რუსეთი, ბელგია კი კოხტად დავაშამათეთ.
რუსეთმა შაბათი მე-7 ადგილზე დაასრულა, კვირას კი ზედიზედ მოსრა მეორე, მესამე და პირველი ნომრები – პორტუგალია 24:0, ირლანდია 24:10 და გერმანია 38:12 (ფინალში). ევროპის 8-გზის ჩემპიონს, მასპინძელ პორტუგალიას მარცხმა ისე აუცრუა გული ბრძოლაზე, რომ ორიც წააგო და მერვე ადგილზე დარჩა, 7-კაცის წიაღში დაბრუნებულმა ირლანდიამ კი, პროტექციონისტული ფორმულით, თვე-ნახევარში გაილია სამი დონე და 16 ხელ’მოცარულში შეჰყვა ფინალისტებს.
სხვაფრივ, ორგანიზატორებმა “გრან პრის” სამი ეტაპის შემდეგ ჩათვალეს, “ოლიმპიური რეპეშაჟისთვის” ოქმები ზედმეტიაო, რის გამოც ლაივ’სთრიმის ცქერით დადგენილი ფაქტებიღა შევიტანეთ ცხრილში. თავად ეგ სთრიმიც ყველა ბრაუზერით როდი იხსნებოდა, კომენტარის ნაცვლად გულის’გამაწვრილებელი საუნდ’თრექი ახლდა და ოპერატორებიც შილიფად ჩაცმული მდედრი ფანების კადრში მოქცევაზე იყვნენ გამეცადინებულნი.
# | საქართველოს შვიდკაცა ლისაბონი 2015 |
იტა 12:7 |
ირლ 17:21 |
რუს 10:7 |
ბელ 21:5 |
გერ 5:26 |
ირლ 7:15 |
სულ |
1 |
ზურაბ ძნელაძე (ლოკ) |
ლ |
ლ |
|
გ |
|
ლ |
3ლ გ |
2 |
ნიკო აფციაური (ყოჩ) |
|
|
|
ლ |
|
|
ლ |
8 |
ბახვა კობახიძე (ბთმ) |
გ |
გ |
გ ჯ |
გ |
|
გ |
5გ ჯ |
11 |
დავით ლოსაბერიძე (აია) |
ლ |
|
|
|
|
|
ლ |
4 |
ლევან გოგოლაშვილი (ყოჩ) |
|
|
|
ლ |
|
|
ლ |
5 |
შავლეგ მახარაშვილი (ყოჩ) |
|
|
|
|
|
|
= |
7 |
გიორგი შკინინი (ლოკ) |
|
ლ |
ლ |
|
|
|
2ლ |
3 |
ანზორ სიჭინავა (აკდ) |
|
|
|
|
|
|
= |
6 |
ირაკლი გეგენავა (ყოჩ) |
|
ლ |
|
|
|
|
ლ |
9 |
მეთიუ ჯანი (ინგ) |
|
|
|
|
|
|
|
10 |
ლადო მიმინოშვილი (ბთმ) |
|
|
|
|
|
|
= |
12 |
იოსებ კიკვაძე (აია) |
|
|
|
ლ გ |
ლ |
|
2ლ გ |
ნოემბერში განახლდება
რიოს 12-გუნდა დასის შერჩევა “დიდი რაგბის” მსოფლიო თასის შემდეგღა განახლდება.
დღესდღეობით ცნობილია ოლიმპიური დუჟინის 8 წევრი და მსოფლიო რეპეშაჟისაც 8 მონაწილე.
ნოემბერში შესარჩევები მოეწყობა აფრიკაში, აზიასა და ზღვისრეთში.
ამ რეგიონებში ფავორიტები არიან: კენია, ზიმბაბვე, ნამიბია, ტუნისი; იაპონია, ჰონკონგი, კორეა, ყაზახეთი; ავსტრალია, სამოა, ტონგა, ქუქეთი.
ბოლო, მე-12 საგზური გათამაშდება უკვე მრავალგზის ნახსენებ “მსოფლიო რეპეშაჟში”
ეს შეჯიბრი გაისად, წლის პირველ ნახევარში უნდა მოეწყოს. მისი გამართვის ადგილი და ვადა წლეულსვე, 30 ნოემბრამდე ითქმება.
რიოს ოლიმპიადა |
||||
9-11/08 2016 | ||||
# |
გუნდი |
საიდან? |
როდის? |
სად? |
1 |
ბრაზილია |
მასპინძელი |
02/10 2009 |
კოპენჰაგენ (დან) |
2 |
ფიჯი |
მსოფლიო სერია |
10/05 2015 |
გლაზგო (შტლ) |
3 |
სამხრეთი აფრიკა |
მსოფლიო სერია |
10/05 2015 |
გლაზგო (შტლ) |
4 |
ახალი ზელანდია |
მსოფლიო სერია |
10/05 2015 |
გლაზგო (შტლ) |
5 |
დიდი ბრიტანეთი |
მსოფლიო სერია |
17/05 2015 |
თვიქნემ (ინგ) |
6 |
არგენტინა |
სამხ.ამერიკა |
07/06 2015 |
სანტა’ფე (არგ) |
7 |
შტატები |
ჩრდ.ამერიკა |
14/06 2015 |
ჩრდ.ქაროლინა (აშშ) |
8 |
საფრანგეთი |
ევროპის გრან’პრი |
12/07 2015 |
ექსეთერ (ინგ) |
9 |
. |
აზია |
08/11 2015 |
ჰონკონგ (ჩინ) |
10 |
. |
აფრიკა |
15/11 2015 |
იოჰანესბერგ (აფრ) |
11 |
. |
ზღვისრეთი |
15/11 2015 |
ოქლენდ (ზელ) |
12 |
. |
მსოფლიო რეპეშაჟი |
30/06 2016 |
. (ითქმება 30/11 2015) |
მსოფლიო რეპეშაჟი |
||||
# |
გუნდი |
საიდან? |
როდის? |
სად? |
1 |
ურუგვაი |
სამხ.ამერიკა |
07/06 2015 |
სანტა’ფე (არგ) |
2 |
არგენტინა |
სამხ.ამერიკა |
07/06 2015 |
სანტა’ფე (არგ) |
3 |
კანადა |
ჩრდ.ამერიკა |
14/06 2015 |
ჩრდ.ქაროლინა (აშშ) |
4 |
მექსიკა |
ჩრდ.ამერიკა |
14/06 2015 |
ჩრდ.ქაროლინა (აშშ) |
5 |
ესპანეთი |
ევროპის გრან’პრი |
12/07 2015 |
ექსეთერ (ინგ) |
6 |
რუსეთი |
ევროპის რეპეშაჟი |
19/07 2015 |
ლისაბონ (პორ) |
7 |
გერმანია |
ევროპის რეპეშაჟი |
19/07 2015 |
ლისაბონ (პორ) |
8 |
ირლანდია |
ევროპის რეპეშაჟი |
19/07 2015 |
ლისაბონ (პორ) |
9 |
. |
აზია |
08/11 2015 |
ჰონკონგ (ჩინ) |
10 |
. |
აზია |
08/11 2015 |
ჰონკონგ (ჩინ) |
11 |
. |
აზია |
08/11 2015 |
ჰონკონგ (ჩინ) |
12 |
. |
აფრიკა |
15/11 2015 |
იოჰანესბერგ (აფრ) |
13 |
. |
აფრიკა |
15/11 2015 |
იოჰანესბერგ (აფრ) |
14 |
. |
აფრიკა |
15/11 2015 |
იოჰანესბერგ (აფრ) |
15 |
. |
ზღვისრეთი |
15/11 2015 |
ოქლენდ (ზელ) |
16 |
. |
ზღვისრეთი |
15/11 2015 |
ოქლენდ (ზელ) |
rugby.ge