ღარიბაშვილმა ოლიმპიური სოფელი გახსნა
დღეს საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური სოფელი გახდა. გარდა ამისა, პრემიერმა ათლეტების ოლიმპიური სოლფის მერად ლევან კობიაშვილი წარადგინა.
„ოლიმპიურ სოფელს, როგორც წესი, მერი ხელმძღვანელობს. დღეს მინდა ამ სიმბოლურ, მაგრამ ძალიან საპატიო თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი. გარდა იმისა, რომ ლევანი დიდი ფეხბურთელია, პიროვნული ღირსებებითაც გამოირჩევა, და დარწმუნებული ვარ, ძალებს არ დაზოგავს, რომ ოლიმპიადის თითოეულმა მონაწილემ, ოლიმპიური სოფლის თითოეულმა ბინადარმა კომფორტულად იგრძნოს თავი. ჩვენთან ასეთი მასშტაბის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა ჩვენგანისთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა და ერთგვარი გამოცდილებაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველაფერს ღირსეულად გავართმევთ თავს“, – გადასცემს ღარიბაშვილის სიტყვებს მისი ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდი.