ადრიანო “რომას” შეუთანხმდა
“ბარსელონას” უნივერსალი მცველი, ადრიანო კორეია “რომას” პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა.
El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელმა თავად გადაწყვიტა “ნოუ კამპის” დატოვება და სათამაშოდ იტალიაში გაემგზავრება.
თუმცა, ახლა პაულო აფონსოს კლიენტმა “ბარსელონას” უნდა უთხრას, რომ კლუბის დატოვება სურს.
2014/2015 წლის სეზონში 30 წლის უკანახაზელმა 16 მატჩი ჩაატარა. მას “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2017 წელს ეწურება.