6 აფრიკელ ფეხბურთელი, რომლებიც თავიანთ კონტინენტს ეხმარებიან
მაიკლ ესიენი
ლონდონის “ჩელსისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი მეგობრებთან ერთად, ქველმოქმედების მიზნით, მატჩებს ხშირად მართავს, შემოსული თანხით კი აფრიკელებს ეხმარება.
სამუელ ეტოო
კამერუნელი ფეხბურთელის ფონდი ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში სამედიცინო დაწესებულებებს პრეპარატებით ეხმარება. ასევე, ის ბავშვებს განათლების მიღებისა და სპორტში ჩართვის საშუალებას აძლევს.
დიდიე დროგბა
კოტდიუვარელმა ფეხბურთელმა თავის სამშობლოში ხუთი საავადმყოფო ააშენა.
ნვანკო კანუ
გულზე გადატანილი პრობლემების შემდეგ, კანუმ ნიგერიაში ფონდი შექმნა, რომელიც გულით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება. ამ დროისათვის, ფონდის დახმარებით 415 ოპერაცია ჩატარდა, ხოლო მათგან წარმატებით 98.5 პროცენტი დასრულდა.
სალომონ კალუ
კალუმ თავის სამშობლოში ფონდი ჩამოაყალიბა, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.
ემანუელ ადებაიორი
ტოგოელმა თავდამსხმელმა თავის სამშობლოში გაკეთებული ბევრი კარგი საქმის გარდა, სუფთა წყლის წარმოება დაიწყო, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარს.