„ლივერპულში“ ჯერარდის შეცვლა მესისაც არ შეუძლია“
„ლივერპულის“ ახალწვეული ჯეიმს მილნერი თვლის, რომ „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ გადასული სტივენ ჯერარდის შეცვლა მერსესაიდულ კლუბში ლიონელ მესისაც ვერ გამოუვიდოდა.
„დედამიწაზე არ ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ჯერარდის შეცვლას მოახერხებდა. მისი დაკარგვა გუნდური თამაშით უნდა ავანაზღაუროთ. დარწმუნებული ვარ, ეს გამოგვივა. ყველამ თავისი სამუშაო უნდა შეასრულოს.
იქედან გამომდიანრე, თუ რა გააკეთა ბოლო წლებში „ლივერპულისთვის“ სტივმა, მას მესიც კი ვერ შეცვლიდა. როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, გუნდის განვითარებაში მან დიდი წვლილი შეიტანა. ჯერარდის წასვლამ დიდი სიცარიელე შექმნა“, – განაცხადა მილნერმა.