ქართველი ბავშვები „სასკი ბასკონიას“ საერთაშორისო კემპიდან ჩამოვიდნენ
27 ივნისიდან 12 ივლისამდე სხვადასხვა ასაკის 16 ქართველი მოზარდი კალათბურთელი ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში იმყოფებოდა, სადაც კლუბ „ლაბორალ კუჩას“ სპონსორის „სასკი ბასკონიას“ ორზანიზებულ საერთაშორისო კამპში მიიღო მონაწილეობა.
ქართველების გარდა, კამპში მონაწილეობა იტალიის, ესპანეთის, ჩინეთის, ჰონგ კონგის, ბულგარეთისა და საფრანგეთის პერსპექტიულმა ბავშვებმა მიიღეს. სათქმელია, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი სწორედ ქართული დელეგაცია იყო. საქართველოდან ბავშვები 13-27 აპრილს შეირჩნენ.
ესპანეთში 16 ქართველი ბავშვი ორი კვირის განმავლობაში „ბასკონიას“ მწვრთნელების ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა.
ჩვენს ბავშვებს კამპზე ვეტერანი ქართველი კალათბურთელი გივი ბიჭაშვილი ხელმძღვანელობდა. ამჟამად „ლაბორალ კუჩა“ იმ ბავშების შერჩევას აპირებს, რომლებსაც ესპანეთში წაიყვანს და თავის რიგებში ავარჯიშებს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან გაფორმებული 5-წლიანი ხელშეკრულების მიხედვით, „სასკი ბასკონიასთან“ თანამშრომლობა გაგრძელდება და ის კალათბურთის არაერთ სფეროს მოიცავს.
მარიამ ნიშნიანიძის სურათები: