რეხვიაშვილი „დინამოში“ დაბრუნდა
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, 27 წლის ქართველი მცველი გიორგი რეხვიაშვილი თბილისის „დინამოს“ ბაზაზე ვარჯიშობს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. სავარაუდოდ, ტრანსფერი ოფიციალურად საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე დადასტურდება.
განვლილ სეზონში რეხვიაშვილი თურქული „ბოლუსპორის“ რიგებში იყო, რომლის შემადგენლობში მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა.
რეხვიაშვილი „დინამოში“ აქამდეც თამაშობდა – „ლურჯ-თეთრებს“ ის 2011 წელს რუსთავის „მეტალურგიდან“ შეუერთდა. 2012 წლიდან 2014 წლამდე მან იჯარით საჩხერის „ჩიხურაში“ ითამაშა, მოგვიანებით კი „დინამოში“ დაბრუნდა. საბოლოოდ, რეხვიაშვილს გარკვეული პერიოდის შემდეგ „ჩიხურაშიც“ დაბრუნება მოუწია, საიდანაც გასულ ზაფხულში თურქეთში გადაბარგდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზეც გამოიძახეს, თუმცა თემურ ქეცბაიამ ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა.