როგორი იქნება “მანჩესტერ სიტი” ახალ სეზონში?
“სიტი” – გუნდი, რომელშიც ყოველთვისაა ტაქტიკური გაურკვევლობა. ადრე, პელეგრინიმ განაცხადა, რომ იდეალური წყობა არ არსებობსო და ისაუბრა 4-4-2, 4-2-2-2 ამ ციფრთა მნიშვნელობაზე, მაგრამ ჩილელი ყოველთვის ერთ სტილზე რჩება: “მნიშვნელოვანია ესთეტიკური თამაში”. გუნდის შედეგზე ყოველთვის მწვრთნელია დამოკიდებული. “მან.სიტი” არის გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება და ყოველთვის გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მანუელ სურს ითამაშოს ფეხბურთი ისე, რომ ბურთის კონტროლი ყოველთვის მის გუნდზე იყოს დამოკიდებული.
მარტში, მანჩესტერულ დერბში დამარცხების შემდელ, ჩილელი სპეციალისტი იძულებული გახდა მისი გუნდის სისუსტეებზე სერიოზულად დაფიქრებულიყო. შეხვედრაში იჩინა პრობლემებმა თავი, რომელთა გაკონტროლებაც თამაშის მიმდინარეობისას შეუძლებელი გახდა. დაუბალანსებელი თამაში – ეს “ქალაქელთა” მთავარი პრობლემა გახლდათ.
დერბში ტაქტიკის უეცარი ცვლილება ყველაზე ცუდი იაია ტურესთვის გამოდგა. გუნდი 4-3-3-ზე გადაეწყო, კონტრ-შეტევების პრინციპით. ამ სტადიონზე დამარცხებამდე, გუნდს 6 მატში 6 მოგება ჰქონდა. სეზონის ყველა მატჩში საშუალოდ 59% ბურთის ფლობა ჰქონდა, ხოლო “წითელ ეშმაკებთან” 54%-ს დასჯერდნენ, ხოლო გაუშვეს ოთხი გოლი, რაც მთლიანი სეზონის თითო მატჩში გაშვებული გოლების რაოდენობას ორჯერ აღემატება.
მიუხედავად მატჩში ტაქტიკის უეცარი ცვლილებისა, წარმატება არ ჩანდა. უიღბლობას ორი მიზეზი ჰქონდა: 1) სწრაფ ტემპს “ფეხი ვერ მოჰკიდა” ვეტერანმა ფრენკ ლამპარდმა, რომელიც გუნდში ბოლო სეზონს ატარებდა, ხოლო 2) მანუელ პელეგრინის მყისიერი გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ აქვს. მან ყველანაირი ტაქტიკა შორეულ მიზნებზე უნდა გათვალოს.
თუმცა, ახალი სეზონის მოახლოვებასთან ერთად, გუნდში ახალი დილემაა: მათ ითამაშონ 4-2-3-1 ტაქტიკით, რომელსაც კლუბის ყველა ფეხბურთელი ძალიან კარგად იცნობს, თუ ახალწვეულების: რაჰიმ სტერლინგისა და ფაბიან დელფის დამატების გამო, “ცისფრები” მათთვის უცნო, თუმცა ახალვწეულთა ცნობილ 4-3-3-ზე გადაერთონ.
მთავარი ცვლილებები:
ვინ წავიდა და რატომ…
ჯეიმს მილნერი, “ლივერპული”
ინგლისელმა ნახევარმცველმა უკვე შეაგროვა 1300 თვითი, 431 ათასი გამომწერი და ბევრი გამოსამშვიდობებელი წერილი. რა თქმა უნდა, ჯეიმსისნაირი მშრომელი ფეხბურთელი “მან.სიტის” ქომაგებმა ადვილად შეიყვარეს. 29 წლის ჰავბექი თავისუფალი აგენტი გახდა, მანუელ პელეგრინი იგივე ხელფასს სთავაზობდა, თუმცა ვერ ჰპირდებოდა სასტარტო შემადგენლობაში ადგილს. მილნერის ისეთ ასაკშია, მას მუდმივი სათამაშო დრო სჭირდებოდა და ვინც ეს პირობა შესთავაზა, “სამი ლომის” წევრმაც იქითკენ მიაშურა.
მანუელ პელეგრინის ერთ-ერთი ციტატა ნათლად მიანიშნებდა, თუ როგორ უყვარს ჩილელ სპეციალისტს მილნერი: “მე ვარ ჯეიმს მილნერის ყველაზე დიდი გულშემატკივარი. დამისახელეს მასზე უნივერსალი და მშრომელი ფეხბურთელი. არსებობენ მოთამაშეები, რომელთაც აქვთ ტექნიკა, არსებობენ მწვრთნელის დამჯერი ფეხბურთელები, არსებობენ ძლიერი დარტყმის მქონე ფეხბურთელები, მილნერს ეს ყველაფერი ერთად აქვს”.
ვინ მოვიდა და რატომ:
რაჰიმ სტერლინგი, “ლივერპული”…
რაჰიმ სტერლინგის “ლივერპულიდან” გადმოყვანის საქმე დროის საკითხი იყო. ეს მერსისაიდელთა სიჯიუტის ამბავი იყო, რადგან ინგლისელს 50 მილიონზე ნაკლებად არ ელეოდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად “ქალაქელებმა” 49 მილიონად შეძლეს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერად ქცევა. ამავე დროს, სტერლინგი მერსისაიდელებს აზიურ ტურნეზე არ გაჰყვა. 20 წლის შემტევს 1 მარტიდან “წითელთა” რიგებში ნამდვილი რეგრესი ჰქონდა და კლუბშიც აერია საქმეები. რაჰიმმა ხელმძღვანელობასთან მაშინ გამოითხარა ძირი, როდესაც 50 ათასიდან, 100 ათასიან შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
რაჰიმ სტერლინგის დამატების შემდეგ, პელეგრინიმ განაცხადა: “გასულ სეზონში მეკარეთა კონკურენციისთვის ვილი კაბალიერო დავიმატეთ, მოვიყვანეთ დაცვაში მაღალი ბრძოლისთვის ელიაკიმ მანგალა, მიკა რიჩარდისის ხშირი ტრავმიანობის გამო დავიმატეთ ბაკარი სანია, მაგრამ ახლა რაჰიმის ტრანსფერით ფლანგები კიდევ უფრო გამოცოცხლდებიან”.
ფაბიან დელფი, “ასტონ ვილა”
ძირითადად, ამ ტრანსფერს არ მიუქცევია ყურადღება იმით, თუ რამდენად შეიძინა “სიტიმ” ინგლისელი ნახევარმცველი. გუნდის გულშემატკივრებს აინტერესებთ ის, რომ ფერნანდო რეჯესის, ფერნანდინიოს და იაია ტურეს ყოფნის პერიოდში, ვის მაგივრად ითამაშებს კიდევ ერთი ახალწვეული, მაგრამ მანუელ პელეგრინის სხვა პასუხი აქვს: ნახევარდაცვის ცენტრი შევსებულია, თუმცა არავის ნდობა არ შეიძლება.
რას უნდა ველოდოთ
ნათლად ჩანს, რომ უილფრიდ ბონის დამატების შემდეგ, “მანჩესტერში” სტეფან იოვეტიჩისა და ედინ ჯეკოს ადგილი ფაქტობრივად აღარაა. მონტენეგროელს ამ ზაფხულს ბევრი მსურველი გამოუჩნდა, ერთ-ერთი კი “ლივერპული” იყო, რომელმაც უკვე გუნდის შემადგენლობა საკმარისად დააკომპლექტა შემტევებით. რაც შეეხება ჯეკოს, მისი თანამემამულე მირალემ პიანიჩი “რომაში” გადასვლისკენ მოუწოდებს.
პელეგრინი ამბობს: “ყიდვა უფრო ადვილია”. “მან.სიტის” კვლავ დარჩა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი გეგმა განსახორციელებელი. მათ “ვოლფსბურგიდან” კევინ დე ბრუინი და “მონაკოდან” ფაბინიო სურთ.
და ბოლოს, სანამ “ქალაქელები” კარგ პენალტისტს არ დაიმატებენ, მათ გუნდში მშვენივრად ასრულებს თერთმეტმეტრიანებს, ჯო ჰარტი.