ინგლისი 2015 – ყველაზე მასშტაბური მსოფლიო თასი რაგბის ისტორიაში
მომზადებულია www.rugbyworldcup.com-ის მიხედვით
ინგლისი 2015 ბილეთების გაყიდვის 2.45 მილიონიანი სტატისტიკით ყველაზე მაშტაბური მსოფლიო თასია რაგბის ისტორიაში. ინგლისსა და კარდიფში გასამართი რაგბის ეს უდიდესი დღესასწაული მსოფლიოში სიდიდით მესამე სპორტულ ღონისძიებად ითვლება.
13 სამატჩო ლოკაციაზე დასასწრებად, 2.3 მილიონიდან 2.45 მილიონამდე გაზრდილი ბილეთების რაოდენობა, რაგბის გულშემატკივრებს კიდევ ერთ შანსს აძლევს გახდნენ ამ უმნიშნელოვანესი ფორუმის ნაწილი.
100, 000 დამატებითი ბილეთი
ამეჯრად tickets.rugbyworldcup.com-ზე 40, 000 ბილეთია დარჩენილი, დამატებითი 100, 000 ბილეთი კი 27 ივლისიდან გაიყიდება. ბილეთები 48-ვე მატჩზე დასასწრებადაა განკუთვნილი. პრიორიტეტი მიენიჭება იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც 2014 წლის სექტემბერში კენჭისყირისას ინგლისისა და გადამწყვეტ მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა ვერ შეძლეს.
გაყიდვები 4 ეტაპად გაიმართება და მხოლოდ 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება – 27 – 31 ივლისი, tickets.rugbyworldcup.com-ის მეშვეობით:
ორშაბათი, 27 ივლისი: 15, 000 ბილეთის გაყიდვა ინგლისის ჯგუფის მატჩებზე დასასწრებად თვიქნემის სტადიონზე ბრიტანეთის დროით დღის 12:00 საათზე დაიწყება.
ოთხშაბათი, 29 ივლისი: 30, 000 ბილეთი გადამწყვეტ ეტაპებზე დასასწრებად (მეოთხედ-ფინალები, ნახევარ-ფინალები, ბრინჯაოს ფინალი და ფინალი) გაყიდვაში ბრიტანეთის დროით 12:00 საათზე გავა.
ხუთშაბათი, 30 ივლისი: 30, 000 ბილეთი გაიყიდება ა (A) და ბ (B) ჯგუფის მატჩებისთვის, რომელთა გაყიდვაც ინგლისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ეს ეტაპი იმ ბილეთებსაც მოიცავს, რომლებიც გაყიდვების პირველ და მეორე ეტაპზე შემორჩა.
პარასკევი, 31 ივლისი: 25,000 ბილეთი გაიყიდება გ (C) და დ (D) ჯგუფის მატჩებისთვის, რომელთა გაყიდვაც ინგლისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ეს ეტაპი იმ ბილეთებსაც მოიცავს, რომლებიც გაყიდვების წინა ეტაპებიდან შემორჩა.
გულშემატკივრების აღტაცება იზრდება
ინგლისი 2015-ის მმართველი დირექტორის, სტეფან ბრაუნის თქმით: „2.15 მილიონი ბილეთის გაყიდვას საუკეთესო დასწრების ტურნირების სიაში შევყავართ. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ბილეთების გაყიდვა ისევ გაგრძელდება. ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ მატჩებზე დასასწრებად მაქსიმალურად ბევრი ადგილი გამოგვეყო გულშემატკივრებისთვის. ახლა, როდესაც ლოკაციების კონფიგურაცია საბოლოოდ დამტკიცებულია ბილეთების რაოდენობას 2.45 მილიონამდე ვზრდით.
„ჯერ კიდევ დიდი მოთხოვნაა ბილეთებზე და სწორედ ამიტომ წარმოვადგინეთ დამატებითი გაყიდვები ინგლისისა და გადამწყვეტი მატჩებისთვის, რისი საშუალებითაც გაყიდვების ახალი ტალღა იწყება. ტურნირის გარშემო აღტაცება კვლავ იზრდება და 50 დღეში დაიწყება დღესასწაული, რომლის გამოტოვებაც ნამდვილად არ ღირს.“
დამატებითი 100, 000 ბილეთი, რომელიც გაყიდვაში 27 ივლისიდან გავა, იმ ბილეთების ნაზავია, რომლებიც ლოკაციებზე დამატებული ადგილებით, მსოფლიო თასის ლიმიტირებული კომერციული პროგრამიდან დაბრუნებული და გულშემატკივრების მიერ გადაყიდული ბილეთებისგან შედგება.
კარგი ამბავი რაგბის გულშემატკივრებს
მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის ბერნარდ ლაპასეს თქმით: „ ინგლისი 2015 ყველაზე მაშტაბური მსოფლიო თასია ისტორიაში და ბილეთებზე მოთხოვნადობის ზრდასთან ერთად ვრწმუნდებით, რომ ეს ნამდვილად განსაკუთრებული და რეკორდულად გლობალური რაგბის დღესასწაულია.
„დღევანდელი განცხადება დამატებითი გაყიდვების შესახებ გასაოცარი ამბავია როგორც რაგბის გულშემატკივრებისთვის, ისე უბრალოდ მასშტაბური ღონისძიებების მოყვარულთათვის და მათთვისაც, ვისაც უბრალოდ წლის უდიდეს სპორტულ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი აქვს. მსოფლიო თასი დიდ ბრიტანეთში 2015 წლის ყველაზე დიდი ღონისძიებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისი 2015 ახალი აუდიტორიის ინსპირაციის წყარო გახდება, როგორც მასპინძელ ქვეყანაში, ისე მთელს მსოფლიოში. ეს კი არც-ერთ მსოფლიო თასს არ მოჰყოლია.“
იყიდე ოფიციალურად
მარტივი გადაყიდვის სიტემა, რომლის მოხმარებაც უფასოა, გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს სასურველი ბილეთი თავად აირჩიონ. თვითმომსახურების სისტემა სასურველი ბილეთის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას გვთავაზობს. ქომაგებს, რომლებსაც ნაყიდი ბილეთების დაბრუნება სურთ, შეუძლიათ საკუთარი ანგარიში მოცემულ ვებ-გვერდზე დაარეგისტრირონ და გაყიდონ ბილეთი ნებისმიერ დროს, თუმცა გასაყიდი ბილეთი გაყიდვაში მხოლოდ 72 საათის შემდეგ გამოჩნდება>>>tickets.rugbyworldcup.com
მსოფლიო თასის წარმომადგნლობა გირჩევთ, რომ ბილეთები მხოლოდ ოფიციალური გზით იყიდოთ, რათა თავი აარიდოთ გაუგებრობას, რაზეც ინგლისი 2015 პასუხიმსგებელი არ არის. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი –www.rugbyworldcup.com/buyofficial
Rugby.Ge