კოშტა: “თამაშის სტილს არ შევიცვლი”
“ჩელსის” თავდამსხმელი, დიეგო კოშტა არ აპირებს, რომ თამაშის სტილი შეიცვალოს.
“ლურჯების” შემტევს კრიტიკოსების აზრი არ აინტერესებს მის თამაშის სტილთან დაკავშირებით.
კოშტამ პრემიერ ლიგის სადებიუტო სეზონში 20 გოლი გაიტანა, თუმცა პრესამ ესპანელი შემტევის მიმართ კრიტიკა არ დაიშურა.
გასულ სეზონში, დიეგოს სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც ჰქონდა, ემრე ჯანთან ძალიან უხეში საქციელის გამო, თუმცა 26 წლის თავდამსხმელი არ აპირებს სტილის შეცვლას, თუ მოურინიო არ ეტყვის.
“არ ვფიქრობ, რომ იმ მომენტში ცუდად მოვიქეცი. რატომ უნდა შევიცვალო სტილი? იმ მომენტში წითელი ბარათიც კი არ მიმიღია,”-აცხადებს კოშტა.
“ჩემი მიზანი ხშირად გოლების გატანაა და ამას რა გზით მოვახერხებ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გავიტანო, გუნდს გავამაჯვებინო და თასები მოვიპოვოთ”.
“თავს მშვენივრად ვგრძნობ. თუ მფლობელი ან მწვრთნელი არაფერს მეტყვის, ყოველთვის იგივე დავრჩები,”-შეაჯამა დიეგომ.