“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბარსელონა” დაამარცხა (ვიდეო)
ჩემპიონთა საერთაშორისო თასის ეგიდით ჩატარებულ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
პირველ ტაიმში გოლი უეინ რუნიმ გაიტანა. მეორე ნახევრის შუაწელს შეცვლაზე შემოსულმა ჯესი ლინგორმა “წითელი ეშმაკების” უპირატესობა გაზარდა. შეხვედრის ბოლოს ჯერ რაფინიამ გაიტანა, შემდეგ კი ადნან იანუზაიმ.
გთავაზობთ მატჩის ვიდეომიმოხილვას.