„ლოკომოტივმა“ „მაკაბი“ დაამარცხა
სხვა ქართული კლუბის მსგავსად ახალი სეზონისთვის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული თბილისის „ლოკომოტივიც“ ემზადება.
„რკინიგზელები“ შეკრებას ავსტრიაში გადიან, სადაც შაბათს პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს – „ლოკომოტივის“ მეტოქე ისრაელის რანგით მეორე ლიგის ბინადარი „მაკაბი ფეტაჰ-ტიკვა“ იყო.
შეხვედრა „ლოკოს“ გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. თბილისელთა მხრიდან თავი ბენაშვილმა და თექთურმანიძემ გამოიჩინეს.
თბილისური კლუბის შემდეგი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გასაჯაროვდება.