სპარინგი დუბლშემადგენლობასთან
დღეს დილით ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი და სარეზერვო გუნდების ურთიერთშეხვედრა გაიმართა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქუთაისელთა დუბლშემადგენლობას მომავალ სეზონშიც გიორგი სუხიაშვილი დავლადიმერ ჭყონია უხელმძღვანელებენ.
პირველი გუნდის რიგებში დღეს იმ ფეხბურთელებმა ითამაშეს, რომლებსაც ბათუმის „დინამოსთან“ გუშინდელი სპარინგის პირველ ტაიმში ან მთლინად მატჩში არ მიუღიათ მონაწილეობა. მათ შორის იყო 32 წლის ახალწვეული გიორგი ნერგაძეც. შეხვედრა გიორგი დარასელიას შეგირდების სასარგებლოდ, ანგარიშით 5:3 დასრულდა. გამარჯვებულთაგან დუბლი შეასრულა ოთარ კვერნაძემ, თითო გოლი კი თორნიკე კაპანაძემ, შალვა ფურცხვანიძემ და ზურაბ ხურციძემ გაიტანეს, ხოლო მეორე გუნდიდან გატანილი გოლების ავტორები გახდნენ: ვარლამ მარდალეიშვილი, დავით იონანიძე და ზაურ ჟღენტი.
FCTorpedo.GE