დროგბამ, შესაძლოა, კარიერა ინდოეთში გააგრძელოს
თავდამსხმელმა დიდიე დროგმა, შესაძლოა, კარიერა ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. გავრცელებული ინფორმაციით, კოტ-დ’ივუარელს კონტრაქტს ინდოეთის სუპერლიგის მოქმედი გამარჯვებული „ატლეტიკო კალკუტა“ სთავაზობს. საუბარი ოთხთვიან შეთანხმებაზეა (ინდოეთის ჩემპიონატი სწორედ ამ ხნის განმავლობაში ტარდება).
თანხმობის შემთხვევაში, ახალ კლუბში დროგბას ხელფასი ამ პერიოდში ერთ მილიონ დოლარს შეადგენს.
ამჟამად დიდიე თავისუფალი აგენტია. „ჩელსისთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მის დამატებას ასევე „მონრეალი“ და მილანის „ინტერი“ ცდილობენ.