„ბარსელონამ“ ადრიანოს გახანგრძივება შესთავაზა
კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ მცველ ადრიანოს ამჟამინდელი კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა. ახალი ხელშეკრულებას მხარეები სამი წლით მოაწერენ ხელს.
როგორც ესპანური გამოცემა „El Mundo Deportivo“ წერს, ფეხბურთელის შენარჩნება თავის რიგებში გუნდის მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს სურს.
წინა კვირას გავრცელებული ცნობით, ადრიანოს შეძენით „რომა“ დაინტერესდა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „ბარსაში“ 2010 წლიდან თამაშობს.