ხელბურთი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტის სასახლეში დასრულდა ხელბურთში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ეგიდით გამართული მატჩი შვეიცარიისა და საქართველოს ვაჟ ნაკრებთა შორის.
შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველი ხელბურთელების უპირატესობით წარიმართა და დროის უმეტეს პერიოდში ისინი იგებდნენ, თუმცა ტაიმის ბოლოს შვეიცარიელები გამოფხიზლდნენ და წინ გასვლაც მოახერხეს. ტაიმი მათი გამარჯვებით, ანგარიშით 11:9 დასრულდა.
მეორე ტაიმის განმავლობაში შვეიცარიელები ახერხებდნენ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას. ქართველი ხელბურთელები დრო და დრო ანგარიშში სხვაობას ამცირებდნენ, თუმცა გათანაბრებამდე საქმე არ მისულა. ამას ისიც დაემატა, რომ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მესამე გაფრთხილებისთვის არსენიშვილს წითელი ბარათი უჩვენეს და მოედნიდან გააძევეს. საბოლოოდ შვეიცარიის ნაკრებმა ანგარიშით 28:22 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებს ქულები შესძინეს: კბილაშვილი – 8 ქულა; რუსტამოვი -3; არსენიშვილი – 3; ბულბულაშვილი – 3; ფერაძე – 3, მერკვილაძე – 1; ზარნაძე -1.