თოთაძე „დინამოდან“ „საბურთალოში“ გადავიდა
თბილისის „დინამოს“ მცველი ლაშა თოთაძე 2015/16 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში გადასული „საბურთალოს“ შემადგენლობაში ითამაშებს.
როგორც ცნობილია, 26 წლის მოთამაშე ახალ კლუბში იჯარით დეკემბრამდე იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა „დინამოში“ გასული წლის ზაფხულში ბოლნისის „სიონიდან“ გადავიდა. უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 26 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა. თოთაძე ბოლო დროს „დინამოს“ კაპიტანიც იყო.