ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში – მსოფლიოს წინა მზადება
2015 წლის მსოფლიო თასამდე 50 დღით ადრე, ბორჯღალოსნები ღია ვარჯიშს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გამართავენ, რომელიც ხვალ, 30 ივლისს, 17:15 საათზე დაიწყება.
ღია ვარჯიშზე ქომაგებისა და მედია საშუალებების წარმოადგენლებისთვის დასწრება თავისუფალია.
ჟურნალისტების საყურადღებოდ:
ვარჯიშის დროს ფოტო-ვიდეო გადაღების დრო არ შეიზღუდება, თუმცა სინქრონების ჩაწერა 17 საათიდან, ვარჯიშის დაწყებამდე იქნება შესაძლებელი;
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები შევარდენზე ივნისის ბოლოს შეიკრიბა. მზადების ფარგლებში მათ 3 კვირიანი ფიზ-მომზადებაზე ორიენტირებული შეკრება გაიარეს, რომლის შემდეგ ერთი კვირა დაისვენეს. მსოფლიოსთვის მზადების მეორე ფაზისათვის ნაკრები 27 ივლისს კვლავ შეიკრიბა. 5 აგვისტოს ბორჯღალოსნები პოლონეთში გაემგზავრებიან, სადაც 2015 წლის მსოფლიო თასისათვის მზადებას კრიოთერაპიის დახმარებით განაგრძობენ.
Rugby.GE