“რეალი” International Champions Cup-ის მფლობელია
მადრიდის “რეალი” ჩინეთში გამართული ამხანაგური ტურნირის გამარჯვებულია.
ტურნირის ბოლო შეხვედრაში “სამეფო კლუბმა” “მილანი” თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა, რის შემდეგაც International Champions Cup-ის მფლობელი გახდა. პენალტებში გადამწყვეტი შეცდომა “როსონერის” ახალბედა მეკარემ, 16 წლის ჯანლუიჯი დონარუმამ დაუშვა.
“რეალი” 0-0 “მილანი” (პენ. 10-9)
პენალტები გაიტანეს: როდრიგესი, მარსელო, კაზემირო, რამოსი, კარვახალი, ნაჩო, ჩერიშევი, ისკო, ხესე, კასილია – დე იონგი, მატრი, ჰონდა, ადრიანო, მონტოლივო, საპატა, მაური, კალაბრია, პალეტა.
ვერ გაიტანეს: კროოსი – ბაკა, დონარუმა.
შემადგენლობები:
“რეალი” – ნავასი (კასილია, 46), არბელოა (მარსელო, 71), ვარანი (რამოსი, 46), პეპე (ნაჩო, 71), დანილო (კარვახალი, 71), მოდრიჩი (კროოსი, 46), კაზემირო, რონალდუ (როდრიგესი, 71), ბეილი (ჩერიშევი, 71), ლუკას ვასკესი (ისკო, 46), ბენზემა (ხესე, 46).
“მილანი” – ლოპესი (დონარუმა, 73), დე შილიო (კალაბრია, 73), ალექსი (მექსესი, 46, მატრი, 94), ელი (საპატა, 46), ანტონელი (პალეტა, 73), დე იონგი, პოლი (მონტოლივო, 46), ბერტოლაჩი (ხოსე მაური, 46), სუსო (ჰონდა, 46), ჩერჩი (ლუის ადრიანო, 46), ნიანგი (ბაკა, 46).