გუარდიოლა: “არ მინდა, “ბაიერნისთვის” ტვირთი ვიყო”
ესპანელი სპეციალისტი მიუნხენელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ გაურბის და სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
ხოსეპ გუარდიოლა იმედოვნებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის “ბაიერნის” ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გადაწყვეტს, ეს გუნდისთვის დამამძიმებელი და შემაწუხებელი არ იქნება.
მისი მიმდინარე კონტრაქტი მომავალ წელს იწურება და ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის “მანჩესტერ სიტის” უკვე შეუთანხმდა.
“მე “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ვარ და აქ ყოფნით მოხარული ვარ”, – აცხადებს გუარდიოლა პრეს-კონფერენციაზე.
“საკუთარი მომავალი ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია. როგორც კი ეს გაირკვევა, წავალ რუმენიგესთან, ზამერთან და ჰენესთან. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს. თუ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გადავწყვეტ, აუცილებლად დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ეს გუნდისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება. არ მინდა, რომ “ბაიერნისთვის” ტვირთი ვიყო”.
“გუნდის გაუმჯობესებისთვის ყოველთვის მაქსიმალურს ვაკეთებდი. ამ ეტაპზე სხვა კლუბისგან შემოთავაზება არ მიმიღია”, – დაასრულა ესპანელმა.