ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი „ბარსელონას“ ისტორიაში
„ბარსელონას“ გულშემატკვირებს საყვარელი კლუბის არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი ახსოვს. წარმოგიდგენთ მათ შორის ათ ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენს.
10. დიმიტრი ჩიგრინსკი (დონეცკის „შახტარიდან“ 2009 წელს)
სატრანსფერო ფასი: £ 22,5 მილიონი
დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში თამაშის პერიოდში დიმიტრი უკრაინის ჩემპიონი ორჯერ გახდა. გარდა ამისა, კლუბთან ერთად მან ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ასევე უეფა-ს თასის გამარჯვებული გახდა. თავისი გამორჩეული თამაშით უკრაინელი „ბარსას“ ხელმძღვანელობის ყურადღების ცენტრში მოექცა. გვარდიოლას ესმოდა, რომ პუიოლი უკვე ასაკოვანი იყო და ხშირად ტრავმებს იღებდა. ცენტრალური მცველის დაკარგვა მორიგი საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაზე ცუდად იმოქმედებდა. სამწუხაროდ, ჩიგრინსკი „ბარსას“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ვერ ჩამოყალიბდა, რის გამოც ერთ წელიწადში მშობლიურ კლუბში დაბრუნება მოუწია.
9. ალექსის სანჩესი („უდინეზედან“ 2011 წელს)
სატრანსფერო ფასი: £ 23 მილიონი
სანჩესი ჩილეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გამოდა. გარდა ამისა, „ბარსაში“ აქამდე ამ ქვეყნის სხვა წარმომადგენელს არ უთამაშია. კატალონიაში ალექსისს არც თუ ისე ცუდი სამი სეზონი ჰქონდა, რომლის დროსაც ის ეპიზოდურად დამაჯერებელი თამაშითაც გამოირჩეოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, „არსენალში“ გადასვლა მოუწია.
8. დანი ალვესი („სევილიიდან“ 2008 წელს)
სატრანსფერო ფასი: £ 23,5 მილიონი
2008 წელს ჯანლუკა ძამბროტა „ბარსელონადან“ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც „მილანში“ ჩაირიცხა, ამიტომაც კატალლოონიელთათვის განაპირა მცველის დამატება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხთი იყო. არჩევანი დანი ალვესის სასარგებლოდ მიიღეს. „ბლაუგრანასში“ ბრაზილიელმა შვილის ჩინებული სეზონი ჩაატარა და ყველაზე შესაძლო ტიტული მიიღო. 2014/15 წლების სეზონის ბოლო დანიმ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.
7. არდა თურანი („ატლეტიკოდან“ 2015 წელს)
სატრანსფერო ფასი: £ 23,80 მილიონი
განვლილი სეზონის შემდეგ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა. იმ შემთხვევაში, თუ მან არდა თურანის დონის ფეხბურთელის დამატება გადაწყვიტა, მაშინ ის მას ნამდვილად სჭირდება. „ატლეტიკოში“ ყოფნის პერიოდში თურქეთის ნაკრების გამორჩეულმა წევრმა არაერთი ტიტული მიითვალა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
6. მარკ ოვერმარსი („არსენალიდან“ 2000 წელს)
სატრანსფერო ფასი: £ 25 მილიონი
ოვერმარსის კატალონიის დედაქალაქში ჩატარებული ყოველი სეზონი სხვა სეზონისგან განსხვავდებოდა. სადებიუტი წელს ჰოლანდიელი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო და 8 გოლიდან 4 გადამწყვეტ შეხვედრებში გაიტანა. ამის შემდეგ ოვერმარსი შემადგენლობაში ტრავმკების გამო ვერ ხვდებოდა, რომელთა გამოც 2004 წელს კარიერის დასრულება მოუწია…
5. დავიდ ვილია („ვალენსიიდან“ 2010 წელს)
სატრანსფერო ფასი: £ 25 მილიონი
„ბარსას“ ძვირადღირებული ტრანსფერების ხუთეულს დავიდ ვილია ხსნის. „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ შემადგენლობაში გადასვლამდე ხუთი წლის განმავლობაში ის „ვალენსიის“ ფერებს იცავდა და ასზე მეტი გოლი გაიტანა. გოლების გატანა მას არც „ბარსაში“ შეუწყვიტავს, თუმცა ნახევარწლიანმა ტრავმამ მის მომავალზე დიდი გავლენა იქონია. სამწუხაროდ, ამ მიზეზით მან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატიც გამოტოვა, რომელიც „ფურია როხას“ ტრიუმფით დასრულდა.
4. სესკ ფაბრეგასი („არსენალიდან“ 2011 წელს)
სატრანსფერო ფასი: £ 35 მილიონი
„არსენალში“ ესპანელს აღმერთებდნენ და მისი წასვლა არ სურდათ. თუმცა, სესკმა „მეთოფეთა“ გულშემატკივრებს იმედი გაუცრუა, როდესაც განაცხადა, რომ მშობლიური „ბარსას“ შემადგენლობაში თამაშზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობს. 2011 წელს მან ეს ოცნება აისრულა, მაგრამ გუნდის სრულყოფილ მოთამაშედ ჩამოყალიბება ვერ შეძლო, რის გამო ლონდონში დაბრუნება მოუწია. „არსენალის“ მაისურის ნაცვლად მან ამჯერად „ჩელსის“ სათამაშო ფორმა მოირგო.
3. ნეიმარი („სანტოსიდან“ 2013 წელს)
სატრანსფერო ფასი: £ 48,5 მილიონი
ბრაზილიელისთვის ბრძოლაში „ბარსამ“ ყველას აჯობდა. ამავდროულად კლუბი დიდი რისკის წინაშე იყო, რადგან ნეიმერის ათამაშების გარანტია არ არსებობდა. ცოტა ხანში ბრაზილიელმა დაამტკიცა, რომ კლუბი არ შემცდარა
2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი („ინტერიდან“ 2009 წელს)
სატრანსფერო ფასი: £ 40 მილიონი + სამუელ ეტო’ო
ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ბარსაში“ 2009 წელს „ინტერიდან“ გადავიდა. შვედმა, სამწუხაროდ, თავის გამოჩენა დიდად ვერ შეძლო, რის გამოც იტალიაში დაბრუნება მოუწია. რა გახდა ამის მიზეზი? სჯობს, მის შესახებ იბრას ავტობიოგრაფიულ წიგნში შეიტყოთ
1. ლუის სუარესი („ლივერპულიდან“ 2014 წელს)
სატრანსფერო ფასი: £ 75 მილიონი
„ლივერპულში“ ბოლო სეზონში ურუგვაელმა 33 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. ამიტომაც, 2014 წელს „ბარსელონას“ მის სანაცვლოდ თავის ისტორიაში სარეკორდო თანხის გადახდა არ დაენანა. დისკვალიფიკაციის გამო ლუისი ოფიციალურ შეხვედრებში ოქტომბრამდე ვერ თამაშობდა, მაგრამ ამან მას გუნდის სეზონის შედეგების მიხედვით, გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად ჩამოყალიბებაში ხელი არ შეუშალა. სუარესის, მესისა და ნეიმარის ტრიომ მთელი ევროპა გააოცა. დიდი ალბათობით, ამ ტრიოს 11 აგვისტოს თბილისში ვიხილავთ.