“რომას” კოენტრაოს იჯარით აყვანა სურს
პორტუგალიელი ფეხბურთელი რომაელთა ინტერესებში მოექცა.
“რომას” ხელმძღვანელობა დაცვის ხაზის მარცხენა ფლანგზე ახალ მოთამაშეს აქტიურად ეძებს. მათ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა “პარი სენ ჟერმენთან” (ლუკას დინის თაობაზე), “ბარსელონასთან” (ადრიანოს თაობაზე) და “ოლიმპიაკოსთან” (არტურ მასუაკუს თაობაზე). ამჯერად კი თვალი ფაბიო კოენტრაოს დაადგეს.
მადრიდის “რეალს” კოენტრაოს გაყიდვას სურს, რაც რომაელთა ინტერესებში არ შედის. იტალიელები ფაბიოს ერთი წლით იჯარით აყვანის ვარიანტს, შემდგომში სრული გამოსყიდვის უფლებით განიხილავენ.
შეგახსენებთ, კოენტრაოს მიმდინარე კონტრაქტი “სამეფო კლუბთან” 2019 წლის ზაფხულში იწურება. Transfermarket-ზე დაყრდნობით, მისი სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს.