„დილამ“ მორიგ სპარინგში იმარჯვა
ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე გორის „დილამ“ მორიგი ამხანაგური შეხვედრა ამჯერად თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ საკუთარ კედლებში გამართა და მეტოქეს ანგარიშით 2:1 ძლია.
როგორ მოსალოდნელი იყო, შეხვედრა საქართველოს ჩემპიონის უპირატესობით დაიწყო, თუმცა შიგადაშიგ ,,დილას“ კართან უხერხულ მომენტებს ,,ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელებიც ქმნიდნენ, რაც მეორე ტაიმში მათ მიერ გატანილ გოლშიც აისახა, რომელზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ. მანამდე კი თამაშის მსვლელეობის შესახებ ქრონოლოგიურად მოგახსენებთ. ჯერ კიდევ მატჩის დებიუტში, უჩა სოსიაშვილის მიერ სასტარტო შემადგენლობაში გამწესებულმა გიორგი კურმაშვილმა 25 მეტრიდან წინ გამოსული შეროზიასთვის სცადა ბურთის თავზე გადაგდება, თუმცა ამ უკანასკნელმა ბოლო მომენტში კარისაკენ წასული ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხა. მატჩის 19’-ე წუთზე კი პირველი ულამაზესი გოლი გავიდა. გიორგი ნავალოვსკიმ მახვილი კუთხიდან შორეული დარტმით შეძლო ანგარიშის გახსნა – 1:0.
„დილას“ რიგებიდან განსაკუთრებით გამოირჩევოდნენ გიორგი ნავალოვსკი და გუგა ფალავანდიშვილი, რომლებმაც პრაქტიკულად უშეცდომოდ ჩაატარეს აღნიშნული შეხვედრა. გუგა თუ მოდნის ცენტრში დომინირებდა, ნავალოვსკი მარცხენა ფრთას მთლიანად აკონტროლებდა და შეტევების ორგანიზებასაც უყრიდა თავს. აღსანიშნავია, გამოცდილი დავით კვირკველიას სტაბილური და საიმედო გარჯაც. ალექსანდრე კვახაძესთან ერთად დაცვის ხაზს დავითი საიმედოდ დარაჯობდა და უკნიდან თანაგუნდელებს ზუსტი დიაგონალური გადაცემებითაც ამარაგებდა. მატჩის 35’-ე წუთზენავალოვსკი მორიგი სოლო რეიდის დროს თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს, რა დროსაც მარცხენა ფრთიდან საჯარიმო ლაშა გვალიამ შეასრულა, საჯარიმოში კი ვინ თუ არა ,,დილას“ კაპიტანმა ალესანრე კვახაძემ იყოჩაღა და თავური დარტყმით შეროზიას მეორე გოლი გაუტანა – 2:0.
მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტში ახალგაზრდა გიორგი კურმაშვილს შეეძლო ბურთისთვის ფეხის დახვედრება და ამ გოლის საკუთარ ანგარისზე მითვლა, მაგრამ გიორგიმ კაპიტანს დარტყმული ბურთი კორპუსით დაფარა და კარამდე უსაფრთხოდ შეაცილა.
პირველი ტაიმის დასასრულს თამაშში ჩართული ალექსეი შევჩენკოც ვიხილეთ. 38’-ე წუთზე მან ახლო კუთხეში დარტყმული წარმატებით მოიგერია და „დილა“ გაშვებული გოლისგან იხსნა. დარჩენილ დროში გორელემბა კიდევ ორი მომენტი შექმნეს, რა დროსაც შანსი ჯერ ირაკლი ოდებაძეს ჰქონდა შემდეგ გიორგი კურმაშვილს. ერთ შემთხვევაში ბურთი ძელს მოხვდა, მეორე ეპიზოდში ჯონი შეროზიამ ითამაშა ზუსტად. პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში „დილას“ რიგებში გამოცდილი ოთარ მარცვალაძე გამოჩნდა. ფორვარდი ირაკლი მოდებაძეს შეუწყვილდა. შეიძლება ითქვას, რომ მეორე ნახევარში ვიტელებმა თამაში გამოასწორეს, ტემპს უმატეს და ერთი ხანობა „დილას“ საჯარიმოსათანაც გაშინაურდნენ, თუმცა მცველების ზუსტი თამაშის შედეგად თბილისელები ფონს ვერ გადიოდნენ და ანგარიშიც უცვლელი რჩებოდა. მეორე ტაიმის 15’-ე წუთზე ,,დილას“ რიგებში ისლამ მაშუკოვიც გამოჩნდა. ამავე პერიოდში გვალიამკონტრშეტევას მოუყარა თავი და ბურთი კარგ პოზიციაზე მყოფ მარცვალაძეს გადასცა. ოთარმა ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიშორა დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა თუმცა ბურთი კარს მცირე მანძილით ააცდინა. ცოტა ხანში გუგა ფალავდანისვილის სოლო რეიდის ჯერიც დადგა, თუმცა დასკვნით ფაზაში მისი დარტყმულიც ასცდა მიზანს. მეორე ტაიმის შუა პერიოდში „ვიტ ჯორჯია“გააქტიურდა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა – 2:1.
დარჩენილ დროში „დილა“ კვლავ დომინირებდა, თუმცა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და მატჩი ანგარიშით 2:1 დასრულდა.
„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შევჩენკო, კვირკველია, კვახაძე (კაპ.), პაპავა, ნავალოვსკი, ფალავანდიშვილი, გვალია, ღონღაძე, კურმაშვილი, მოდებაძე, კვირკვია.
შეცვლაზე შევიდნენ: ძარია, მარცვალაძე, მაშუკოვი.
„დილას“ პრესსამსახური