მოურინიომ “ჩელსის” სამედიცინო პერსონალი გააკრიტიკა
ინგლისის პრემიერლიგის I ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “სუონსი სიტის” შორის გამართული მატჩის (2:2) შემდეგ “პენსიონერთა” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბის სამედიცინო პერსონალი გააკრიტიკა. პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ შეხვედრის მიწურულს მედიკოსები ედენ აზარის დასახმარებლად მოედანზე გავიდნენ, რის გამოც ბელგიელ ფეხბურთელს დროებით მინდვრის დატოვება მოუხდა.
“ჩვენი სამედიცინო შტაბის ქმედებებით კმაყოფილი არ ვარ. ექიმსაც და სკამზე მჯდომ მდივანსაც კი უნდა ესმოდეს ფეხბურთი. თუ მოედანზე ფეხბურთელის დასახმარებლად გადიხარ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ იგი სერიოზულად დაშავდა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ აზარმა უმნიშვნელო დარტყმა მიიღო და უბრალოდ დაღლილი გახლდათ. სამედიცინო პერსონალის გამო მნიშვნელოვან მომენტში მინდვრის რვა მოთამაშით დავრჩით”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ტელეგრაფი”.