კანკავამ და „დნიპრომ“ მეგობარ „დინამოსთან“ წააგეს
უკრაინის პრემიერლიგის მეოთხე ტურის ცენტრალურ მატჩში დნეპროპეტროვსკის „დნიპრომ“ კიევის „დინამოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
25-ე წუთზე დუგლასმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თხუთმეტ წუთში კიეველთა უპირატესობა იარმოლენკოს პასის შემდეგ მიგელ ველოზომ გაზარდა. მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე ანაგრიშში სხვაობა ვალერი ფედორჩუკმა შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს.
რაც შეეხება „დნიპროს“ ქართველ ნახევარმცველს ჯაბა კანკავას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა, ხოლო მეორე ნახევრის პირველივე წუთებიდან მისი ადგილი რომან ბეზუსმა დაიკავა.
ამჟამად „დნიპრო“ ხუთი ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში მირონ მარკევიჩის გუნდს კიდევ ერთ მნიშვნელოვანი მატჩი ელის – დნეპროპეტროვსკელები დონეცკის „შახტარს“ ეწვევიან.