“მან.სიტი” სატრანსფერო ბომბის განხორციელებას გეგმავს
“ქალაქელები” ახალგაზრდა ბელგიელის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა კევინ დე ბრუინის თაობაზე “ვოლფსბურგთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები ბელგიელი ნახევარმცველის გუნდიდან წასვლას ჯიუტად უარყოფენ, შესაძლოა, ფეხბურთელის სანაცვლოდ შეთავაზებულმა 46 მილიონმა გირვანქამ მათი პოზიცია შეცვალოს.
სიმბოლურია, რომ შესაძლოა, დე ბრუინის მანჩესტერული დებიუტი ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ შედგეს. მოგესხენებათ, “არისტოკრატთა” შემადგენლობიდან კევინი სწორედ ჟოზე მოურინიომ დაბლოკა, გასულ სეზონში კი ის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში 24 წლის დე ბრუინმა “ვოლფსბურგის” მაისურით 33 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 10-10 გოლი და საგოლე გადაცემა იყო.