“მანჩესტერ სიტიმ” დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო
დღეს პრემიერ ლიგის პირველი ტურის ბოლო მატჩი “ჰოთორნსზე” გაიმართა, სადაც მანუელ პელეგრინის ბიჭებმა ახალი სეზონის სასტარტო მატჩი წყნარად და აუღელვებლად მოიგეს.
სტუმრებმა აქტიური შეტევებით დაიწყეს მატჩი და სწრაფი გოლიც გაიტანეს. მე-9 წუთზე, იაია ტურემ “ქალაქელები” წინ გაიყვანა. ძალიან მალევე, 15 წუთში ფერადკანიანმა ნახევარმცველმა დუბლის გაფორმება შეძლო. სტუმრებს ბევრი შანსი ჰქონდათ პირველ ნახევარში, თუმცა “კაჭკაჭები” ძალიან პასიურობდნენ. რაჰიმ სტერლინგმა მეკარესთან ერთ-ერთზე მიცემული შანსი ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმში, საწყისი წუთები ტონი პიულისის შეგირდები უპირატესობას დაეუფნენ, 55-ე წუთამდე ბურთს ფლობდნენ, თუმცა ცენტრის გაკონტროლება ტურე-ფერნანდინიოს დუეტმა კვლავ კარგად შეძლო და ახალი იერიშებით გაემართა “სიტი” მესამე გოლის გასატანად, რომლისთვის მეორე ტაიმის მხოლოდ 13 წუთი დასჭირდათ. დავიდ სილვას მოწოდებულ კუთხურს მანჩესტერული გიგანტის კაპიტანმა, ვენსან კომპანიმ მიმართულება შეუცვალა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“ვესტ ბრომვიჩი” 0-3 “მანჩესტერ სიტი”
გოლი: ტურე ‘9; ’24, კომპანი ’58