„მილანმა“ „ტიმის“ თასი მოიგო
„მილანმა“ ზედიზედ მეორედ ტრადიციული ტურნირის „ტროფეო ტიმის“ მოგება მოახერხა.
ცნობისთვის, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას სამი გუნდი იღებს. შარშანდელის მსგავსად, მონაწილეობა წელსაც „მილანმა“, „ინტერმა“ და „სასუოლომ“ მიიღეს. ტურნირის წესების მიხედვით, თითოეული გუნდი ერთმანეთთან თითო ტაიმს თამაშობს.
პირველი შეხვედრა „მილანსა“ და „ინტერს“ შორის შედგა, რომელიც სინიშა მიჰაილოვიჩის გუნდის მოგებით დასრულდა – „შავ-წითლებმა“ თანაქალაქელებს ანაგრიშით 2:1 მოუგეს. უკვე მე-3 წუთზე მარცხენა ფლანგიდან კარლოს ბაკას ბრწყინვალე პასით ანგარიში ბერტოლაჩიმ გახსნა. 22-ე წუთზე თავისი გუნდის უპირატესობა თავად ბაკამ გაზარდა. 9 წუთში „ინტერმა“ ანგარიშის შემცირება მოახერხა – ლამაზი გოლით მარსელო ბროზოვიჩი გამოირჩა. 37-ე წუთზე იკარდის წაქცევისთვის ალექსმა პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო, თუმცა დარჩენილ დროში მისმა გუნდმა უპირატესობის შენარჩნება მოახერხა.
მეორე შეხვედრაში „ინტერმა“ მასპინძელ „სასუოლოსთან“ ანგარიშით 1:0 წააგო. ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გრეგოლ დეფრელმა გაიტანა.
ყველაზე საინტერესო ბოლო მატჩი გამოდგა, რომელშიც ანგარიში „სასუოლომ“ მე-7 წუთზე გახსნა, თავი ალფრედ დუნკანმა გამოიჩინა. ეუსებიო დე ფრანჩესკის გუნდი მოგებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე ანაგრიში ანტონიო ნოჩერინომ გაათანაბრა. საბოლოოდ, შეხვედრა პენალტების სერიაში აგდავიდა, სადაც უფრო ძიერი სინიშა მიჰაილოვიჩს გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც 4:3 მოიგო. სათქმელია, რომ მილანელთა ახალაგზრდა მეკარემ ანტონიო დონარუმამ ორი პენალტი მოიგერია, გადამწყვეტი პენალტი კი ნახსენებმა ნოჩერინომ გაიტანა.
ამრიგად, „მილანმა“ „ტიმის“ თასი ზედიზედ მეორედ მოიგო. ჯამში, „შავ-წითლებმა“ ტრადიციული ტურნირი მეხუთედ მოიგეს. ყველაზე მეტჯერ „ტიმ ტროფი“ „ინტერს“ მოუგია – „ნერაძურის“ მონაგარი რვა მოგებულ თასს შეადგენს.