როჯერიო სენიმ კარიერაში 130-ე გოლი გაიტანა
ბრაზილიური „სან-პაულუს“ ცნობილმა მეკარე-ბომბარდირმა როჯერიო სენიმ მორიგი გოლი გაიტანა. ბრაზილიის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩის 27-ე წუთზე, რომელშიც მისი გუნდი „ფიგეირენსეს“ შეხვდა, 42 წლის სენიმ პენალტი ზუსტად შეასრულა.
ამრიგად, როჯერიომ კარიერაში 130-ე გოლი გაიტანა.
სენი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შეედეგიანი მეკარეა. გატანილი გოლების რაოდენობით მეორე ადგილზე მეკარეთა შორის მის შემდეგ ჩილელი ხოსე ლუის ჩლავერტია, რომელსაც მეტოქეთა კარი 62-ჯერ აქვს აღებული. ჩილავერტმა კარიერა 10 წლის წინ დაასრულა.