“საბურთალომ” “ცხინვალი” დაამარცხა
დღეს გაიხსნა საქართველოს 27-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური, სადაც მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე ცხინვალის “ცხინვალი” ტურნირის დებიუტანტ საბურთალოსთან მინიმალური ანგარიშით 1-2 დამარცხდა.
მატჩის პირველი დარტყმა მე-6 წუთზე განხორციელდა, ბაქარ ქარდავამ ბურთი მეტოქის კარში საჯარიმოს გარედან დაარტყა, თუმცა ბურთი ბექა ქურდაძის კარს დიდი მანძილით აცდა.
მატჩის მე-13 წუთზე, ივანიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ლექვთაძეს ჩაუგდო, რომლის სახიფათო დარტყმულიც „საბუთრალოს“ კარის დარაჯმა მოიგერია.
მე-16 წუთზე, მახარობლიძე ბიძინას დარტყმული „საბურთალოს“ კარს შორი მანძილით აცდა.
მე-19 წუთზე, რატი ცაცკრიალაშვილის კუთხურის მოწოდების შემდეგ, გიორგი ივანიშვილის დარტყმული სტუმარი გუნდის კარს მცირე მანძილით ზემოდან გადაცდა.
29-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან გვარაძე ბექას სახიფათო დარტყმული გიორგი ნადირაძემ მოიგერია.
39-ე წუთზე, რატი ცაცკრიალაშვილმა საჯარიმოს გარედან ბურთი კარში გაგზავნა, თუმცა მასპინძელთა შემტევის დარტყმული ქურდაძის კარს ზემოდან გადაცდა.
41-ე წუთზე, ნიკა კაჭარავა მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ბექა ქურდაძე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და „ცხინვალს“ ანგარიში არ გაახსნევინა.
პირველი ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე, ჩაბრაძე გრიგოლმა ბურთი საჯარიმოში ჯაბა დვალს გადააწოდა, რომელსაც ანგარიშის გახსნამდე სულ ცოტა დააკლდა.
პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან მახარობლიძე ბიძინამ დაარტყა, რომლის დარტყმულიც ქურდაძემ მოიგერია, რატი ცაცკრიალაშვილი კი დამატებულ ბურთზე პირველი აღმოჩნდა და ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმის პირველი მომენტი მალევე შეიქმნა. 48-ე წუთზე, ნიკა კაჭარავას დარტყმულის შემდეგ „საბურთალო“ გოლის გაშვებისგან ხარიხამ იხსნა.
53-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან მახარობლიძე ბიძინას დარტყმული ბექა ქურდაძის კარს მცირე მანძილით აცდა.
54-ე წითზე, გიორგი ხარაიშვილის ბრწყინვალე სოლო-რეიდის შემდეგ, ბურთი კარში გაუშვა, ხოლო გიორგი ნადირაძის კარს სანტიმეტრებით აცდა.
61-ე წუთზე, ხარაიშვილის სოლო-რეიდის შემდეგ, გიორგიმ ბურთი გოშთელიანს დაუგორა, ხოლო გურამ გოშთელიანმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
66-ე წუთზე, ალთუნაშვილმა სანდრომ საჯარიმოს გარედან დაარტყა და გიორგი ნადირაძის კარს დიდი მანძილით აცდა.
70-ე წუთზე, გიორგი ფანცულაიას შორი დისტანციიდან დაარტყა, რომელიც „ცხინვალის“ კიპერის კარს დიდი მანძილით აცდა.
82-ე წუთზე, გიორგი ხარაიშვილმა ბრწყინვალე სოლო-რეიდი განახორციელა მარცხენა ფლანგიდან და ბურთი კარში გაუშვა, თუმცა „ცხინვალის“ კარს მცირე მანძილით აცდა.
მატჩის 85-ე წუთზე, „ცხინვალის“ კარში პენალტი დაინიშნა, მასპინძელთა საჯარიმოში გიორგი ხარაიშვილი წააქციეს. პენალტი თავად ხარაიშვილმა შეასრულა და 86-ე წუთზე, „საბურთალო“ წინ გაიყვანა.
88-ე წუთზე, მსაჯთან ჩხუბის გამო, მთავარმა მსაჯმა, არსენ ნონიკაშვილმა „ცხინვალის“ მწვრთნელი, კახი კაჭარავა მოედნიდან გააძევა.
“ცხინვალი” 1-2 “საბურთალო”
გოლი: ცაცკრიალაშვილი 45+3 – გოშთელიანი ’61, ხარაიშვილი ’86(პ)
“ცხინვალი“: ნადირაძე, ჯაფოძე(კაპ), კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე, ქარდავა(გიგაური), მახარობლიძე(ბურძენაძე), ლექვთაძე(შულაია), ივანიშვილი, ცაცკრიალაშვილი, კაჭარავა.
მთ. მწვრთნელი: კახი კაჭარავა
„საბურთალო“: ქურდაძე, თოთაძე, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი(ფანცულაია), გოშთელიანი, ხარაიშვილი(კაპ), დვალი, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, გვარაძე(ბიძინაშვილი), სოფრომაძე(ნადარაია).
მთ.მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: ქარდავა – მამუჩაშვილი, გოშთელიანი, თოთაძე