გიოტცე და მიულერი არ მიდიან
გერმანული გრანდი თავისი ორი წამყვანი მოთამაშის გაშვებას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არ აპირებს.
მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ და მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გუარდიოლამ, ნათელი გახადეს, რომ მარიო გიოტცე და ტომას მიულერი სამუშაო ადგილის შეცვლას არ გეგმავენ.
“მარიო ჩვენი გუნდის შემადგენლობაში რჩება. რაც შეეხება კინგსლი კომანს, ის ჩვენს სატრანსფერო სიაში არ შედის”, – განაცხადა რუმენიგემ.
“მარიო რჩება, ტომასი რჩება. “ვოლფსბურგი” კევინ დე ბრუინს არ ყიდის. ამის შესახებ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ვიცოდი”, – განაცხადა გუარდიოლამ.
შეგახსენებთ, არსებობდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიოტცეს შეძენით “იუვენტუსი”, “ლივერპული” და “არსენალი” ინტერესდებოდნენ, ხოლო მიულერის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” აქტიურად გამოხატავდა.