პედრომ “იუნაიტედი” აირჩია
შესაძლოა ესპანელი თავდამსხმელის ტრანსფერი სულ რამდენიმე საათში განხორციელდეს.
ბრიტანული გაზეთის Daily Express-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი ბარსელონაში გამეგზავრა, რათა ადგილობრივი კლუბის წარმომადგენლებს შეხვდეს და პედრო როდრიგესის ტრანსფერის თაობაზე წამოწყებული მოლაპარაკებები ბოლომდე მიიყვანოს.
არ არის გამორიცხული, ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ გამართული ესპანეთის სუპერ თასის განმეორებითი შეხვედრა 28 წლის შემტევისთვის “ბარსელონას” მაისურით ბოლო იყოს.
როგორც ჩანს, “მანჩესტერ სიტისთან” კონკურენციის შიშის გამო, “წითელმა ეშმაკებმა” გადაწყვიტეს, კატალონიელებს პედროს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზონ. ეს ზუსტად ის თანხაა, რომელსაც “ბარსელონა” თავდაპირველად ითხოვდა.