ბერლუსკონი: იბრა “მილანში” გადმოსვლას დაგვპირდა
“როსონერის” პრეზიდენტს შვედი ფორვარდის დაბრუნების სჯერა.
მოგეხსენებათ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობამ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დამთავრებამდე ახალი სამუშაო ადგილის მოძებნა შესთავაზა.
ამის შემდეგ კიდევ უფრო იმატა ჭორებმა იბრაჰიმოვიჩის “სან სიროზე” დაბრუნების შესახებ. მილანში მას ხელგაშლილები ელოდებიან.
“რთული იქნება ზლატანის კვლავ “პსჟ”-ში დარჩენა მას შემდეგ, რაც მან საფრანგეთის სახელმწიფო უარყოფითად მოიხსენია. ამან მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ცუდი რეაქცია გამოიწვია. იბრაჰიმოვიჩმა პირობა დადო, რომ პარიზული კლუბის დატოვების შემთხვევაში, “მილანში” გადმოვიდოდა”, – განაცხადა სილვიო ბერლუსკონიმ.
ადრე არსებობდა ინფორმაცია, რომ იბრაჰიმოვიჩი “მილანში” 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდოდა და ხელმძღვანელობასთან სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებდა.