“პსჟ” ახალი ვარსკვლავის ძიებაშია: სამიზნეზე – მესი და რონალდუ
როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში პარიზული კლუბი სენსაციურ ტრანსფერს აპირებს.
მოგეხსენებათ, ცნობილი გახდა, რომ “პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობამ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი სამუშაო ადგილის მოძებნის ნება დართო. შვედი ფორვარდის გაშვების შემდეგ ფრანგები სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებას გეგმავენ.
პარიზელთა გეგმაში თანამედროვე ფეხბურთის ორი საუკეთესო მოთამაშე – ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შედის. არაბი შეიხები საფეხბურთო სამყაროში მაქსიმალური აჟიოტაჟის გამოწვევასა და ყველანაირი სატრანსფერო რეკორდის დამხობას აპირებენ, მესის ან რონალდუს გადაბირებით.
ბუნებრივია, თანხა, რომლის შეთავაზებასაც “პსჟ” გეგმავს, ცნობილი არაა, მაგრამ სავარაუდოდ, 250-დან 300 მილიონ ევრომდე უნდა ვივარაუდოთ.
აგრეთვე, პარიზელებს სათადარიგო ვარიანტებიც აქვთ: სერხიო აგუერო და ნეიმარი მათი მთავარი სამიზნეები გახდებიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი მესის ან რონალდუს გადაბირებას ვერ შეძლებენ.