“ლაციომ” ბალოტელის არენდა შეათანხმა
არაა გამორიცხული, იტალიელი თავდამსხმელი სამშობლოში დაბრუნდეს.
გამოცემა Tuttomercatoweb მარიო ბალოტელის “ლაციოში” გადასვლას აკავშირებს. დიდი ალბათობით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რომაელები უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას მოახერხებენ. მოგეხსენებათ, მათ ლევერკუზენის “ბაიერი” პირველ ტურში ანგარიშით 1-0 დაამარცხეს, განმეორებითი შეხვედრა კი მომავალ სამშაბათს გაიმართება.
წყაროს ცნობით, ბალოტელი “სტადიო ოლიმპიკოზე” ერთწლიანი არენდის წესით გადავა. “ლივერპულის” ხელმძღვანელობა მარიოს ხელფასის 70%-ს (6 მილიონი გირვანქა წელიწადში) გადაიხდის, დანარჩენს კი “ლაციო” აანაზღაურებს.
რომაელები ბალოტელის გადმოსვლის ოფიციალურად დადასტურებას არ ჩქარობენ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის შემთხვევაში, მათ ზედმეტად თითქმის ორი მილიონის გადახდა მოუწევთ.