“ტოტენჰემი” ერიქსენსა და ლამელას არ უშვებს
ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი გუნდის ორი წამყვანი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მოგეხსენებათ, კრისტიან ერიქსენსა და ერიკ ლამელას ტურინის “იუვენტუსს” უკავშირებენ, რომელიც მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერების ვარიანტებს აქტიურად ეძებს.
ინგლისის პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში “ლესტერის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე, “ტოტენჰემის” თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ, ნათელი გახადა ზემოაღნიშნული ფეხბურთელების ბედი “უაით ჰართ ლაინზე”.
“ერიქსენი? ის აქ ბედნიერია. კრისტიანს ჩვენთან ხელშეკრულება აკავშირებს, ჩვენ კი საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნებას ვაპირებთ, რათა ვიბრძოლოთ პრემიერ ლიგის ოთხეულში მოსახვედრად”, – აცხადებს პოჩეტინო.
“ლამელა ჩვენი გეგმების ნაწილში შედის. იმედი გვაქვს, მომდევნო სეზონში ერიკი თავის რეალურ შესაძლებლობებს წარმოაჩენს”.