ინგლისში გამგზავრებამდე 2 დღე რჩება
ბორჯღალოსნებმა საქართველოსა და პოლონეთში სამ თვიანი დამღლელი შეკრებების ორი ფაზა უკან მოიტოვეს და მსოფლიო თასისთვის მზადების მესამე ფაზისთვის 24 აგვისტოს ინგლისში მიემგზავრებიან.
წრთობის სამ თვიანი ეტაპი
მზადების პირველი ორი ფაზა საკმაოდ დამღლელი და ინტენსიური ვარჯიშებისგან შედგებოდა. ბორჯღალოსნები ივნისის ბოლოს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, 2015 წლის თბილისის თასის დასრულების შემდეგ შეიკრიბნენ. პირველი ფაზა სამ კვირიან ფიზ-მომზადებაზე ორიენტირებული ვარჯიშებს წარმოადგენდა. ამ პერიოდში ვარჯიშებს ნაკრების ფიზ-მომზადების მწვრთნელთა ჯგუფი ინგლისელი სპეციალისტის, ინგლისის ნაკრების ყოფილი მაწრთობის, ქელვინ მორისის ხელმძვანელობით უძღვებოდა. შეკრების დროს სამწვრთნელო შტაბი ეტაპობრივად ზრდიდა ვარჯიშების სირთულესა და ოდენობას, რათა მოთამაშეები გაზრდილ დატვირთვას შეჩვეოდნენ და მათი ფიზიკური გამძლეობა თუ მენტალური მდგრადობის დონე გაზრდილიყო.
პოლონეთში კრიოთერაპიის დახმარებით
პირველი ფაზის დასრულებისა და ერთკვირიანი დასვენების შემდეგ, ბორჯღალოსნები მზადების მეორე ფაზას შეუდგნენ, რომლის განმავლობაში ნაკრებმა 9 დღე შევარდენზე დაჰყო, ხოლო 10 დღის მანძილზე პოლონეთში, ცეტნიევოს ოლიმპიურ ცენტრშიივარჯიშა. აქ უკვე წრთობის კურსი კრიოთერაპიის თანხლებით მიმდინარეობდა – ბორჯღალოსნებს ყოველი ვარჯიშის შემდეგ 2–3 წუთიანი პროცედურა სპეციალურ კრიო–კამერებში უტარდებოდათ, სადაც ტემპერატურა მინუს 120 გრადუსია, და ამით ძალთა აღდგენა ჩქარდებოდა.
„ბოლო 10 დღიანმა შეკრებამ კარგად ჩაიარა პოლონეთში. ამ პერიოდის განმავლობაში ყურადღება სარაგბო ტექსნიკასა და ტაქტიკას მეტად მივაქციეთ. ვხვეწდით იმ სპეციპიურ ელემენტებს, რომელთა გამოყენებასაც მსოფლიო თასზე ვეცდებით.
„რათქმაუნდა ვარჯიშების ბოლოს არც ფიზ-მომზადებას ვივიწყებდით. ბიჭები დარბაზშიც წონებზე კარგად მუშაობდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწნებით შემიძლია ვთქვა, რომ პროგრამამ კარგად იმუშავა, ვინაიდან მოთამაშეები მშვენიერ ფორმაში არიან.“ განაცხადამიტონ ჰეიგმა.
წინ მე-3 ფაზა და საკონტროლო მატჩებია
ინგლისურ შეკრებაზე ბორჯღალოსნები მთლიანად სარაგბო ელემენტების დახვეწაზე გადავლენ. ვიდრე მსოფლიო თასი დაიწყება, ჩვენი ნაკრები ინგლისში სამ საკონტროლო მატჩს – ინგლისის ‘ავივა ფრემიერშიფის’ ‘ნიუქასლ ფალკონზის’ (28 აგვისტო), კანადისა (2 სექტემბერი) და იაპონიის (5 სექტემბერი) ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.
„ახლა სრულად ინგლისურ შეკრებაზე გადავერთვებით, რომლის მსვლელობისას სამ საკონტროლო შეხვედრას გავმართავთ ვიდრე მსოფლიო თასის პროგრამა დაიწყება. ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ მინდორზე და ამდენი ხნის ჯაფის შედეგს ვიხილავთ.”
შეგახსენებთ, რომ
- ბორჯღალოსნების მსოფლიო თასის რაზმი (31 მოთამაშე) 1 სექტემბერს დასახელდება
- ბორჯღალოსნების 2015 წლის მსოფლიო თასის სათამაშო ფორმის პრეზენტაცია მოხდება აგვისტოს ბოლომდე.
Rugby.GE