“იუვენტუსი”: ლორენტე რჩება, ძაძა მიდის?
არაა გამორიცხული, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 30 წლის ბასკმა ფეხბურთელმა სამუშაო ადგილი არ შეიცვალოს.
მოგეხსენებათ, არსებობდა დიდი შანსი იმისა, რომ ამ ზაფხულს ფერნანდო ლორენტე “იუვენტუსის” შემადგენლობას დატოვებდა, თუმცა ტურინელთა მიერ მოთხოვნილი ათი მილიონი ევროს გადახდის მსურველი არ ჩანს. რაც შეეხება სიმონე ძაძას, ის შეიძლება, იჯარით წავიდეს.
წყაროს თანახმად, იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა 24 წლის იტალიელის თაობაზე რამდენიმე შეთავაზება მიიღეს, რომელმაც წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში მასიმილიანო ალეგრიზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენა ვერ შეძლო.
ამავდროულად, შესაძლოა, ხუან კუადრადო ლონდონის “ჩელსიდან” “ბებერი ქალბატონის” რიგებს არენდის წესით ერთი წლით 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდეს. მოსალოდნელია, რომ კოლუმბიელი დღეს ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.