Globo: “იუნაიტედი” ნეიმარისთვის 140 მილიონ გირვანქას ამზადებს
ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელის გარშემო ჭორები არ ცხრება.
ბრაზილიური გამოცემა Globo-ს ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა “ბარსელონასთვის” ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური შეთავაზების გასაკეთებლად ემზადება, რომელიც 140 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
თუ ტრანსფერი მართლაც განხორციელდა, მაშინ ეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული იქნება. მოგეხსენებათ, ამჟამად სარეკორდო ტრანსფერად ლონდონის “ტოტენჰემიდან” გარეტ ბეილის მადრიდის “რეალში” 85 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადასვლა ითვლება.
ზოგიერთი მედიის თანახმად, “წითელ ეშმაკთა” ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი ესპანეთში ნამდვილად გაფრინდა, სადაც “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.
თუმცა, Sky Sport-ის ინსაიდერი გიემ ბალაგი მიიჩნევს, რომ ამგვარი ჭორები მხოლოდ “ბარსელონაზე” ზეწოლის მცდელობითაა გამოწვეული.