“ბაიერნმა” დე ბრუინის ტრანსფერი შეათანხმა?
როგორც ჩანს, ბელგიელი ნახევარმცველი ბუნდესლიგას არ დატოვებს.
გასულ კვირას საგრძნობლად მოიმატა ჭორებმა იმასთან დაკავშირებით, რომ კევინ დე ბრუინი “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობას შეუერთდებოდა. თუმცა, ახლა პრესაში მისი კარიერის გაგრძელების სხვაგვარი ვარიანტი ჩამოყალიბდა: ახალგაზრდა გამთამაშებელი მომდევნო სეზონს კვლავ “ვოლფსბურგში” გაატარებს, ხოლო 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიუნხენის “ბაიერნში” გადავა.
Sky Sports-ის ჟურნალისტის თანახმად, დე ბრუინმა “ბაიერნის” ხელმძღვანელობასთან ასეთი სცენარის განვითარების შესაძლებლობა უკვე განიხილა. მიუნხენური გრანდი ბუნდესლიგიდან საუკეთესო მოთამაშეების გაშვებას მიჩვეული არაა, აქედან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი, რომ “რეკორდმაისტერს” კევინის გადაბირება სურს.
უკვე ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ “ბაიერნი” და “ვოლფსბურგი” ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე დიდ შიდა ტრანსფერს განახორციელებენ.