ლამელა “ინტერს” უახლოვდება
არაა გამორიცხული, სულ რამდენიმე დღეში არგენტინელი ფეხბურთელი “ნერაძურიში” გადავიდეს.
Sky Sports Italia-ს ინფორმაციით, “ინტერისა” და “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობები ერიკ ლამელას ერთწლიან იჯარასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავენ. იტალიელები მზად არიან, 23 წლის ნახევარმცველის არენდის სანაცვლოდ ექვსი მილიონი ევრო გადაიხადონ, მომავალ ზაფხულს კი მისი გამოსყიდვის უფლება 14 მილიონის სანაცვლოდ ექნებათ.
“შემიძლია დავადასტურო, რომ “ინტერთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ისინი ერიკის მიმართ ინტერესს მართლაც იჩენენ. ველოდებით ახალ ამბებს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. ლამელას იტალიაში დაბრუნება უნდა, ვნახოთ რა მოხდება სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს”, – განაცხადა ფეხბურთელის მამამ და ამავდროულად მისმა აგენტმა, ხოსე ლამელამ.
აღსანიშნავია, რომ ლამელას გარდა, “ინტერს” კიდევ რამდენიმე ალტერნატივა გააჩნია. ესენი ივან პერიშიჩი (“ვოლფსბურგი”), ეზეკიელ ლავეცი (“პსჟ”) და ფაბიო ბორინი (“ლივერპული”) არიან.