Bild: “ვოლფსბურგი” და “სიტი” დე ბრუინის ტრანსფერზე შეთანხმდნენ
როგორც ჩანს, ახალგაზრდა ბელგიელი ნახევარმცველის ბედი, საბოლოოდ, გადაწყდა.
გერმანულ გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, “ვოლფსბურგისა” და “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობებმა კევინ დე ბრუინის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
მოგეხსენებათ, მთელი ზაფხულის განმავლობაში გერმანული კლუბი ბელგიელი ფეხბურთელის შენარჩუნებას ცდილობს, რადგან ის უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მათთვის ძალიან საჭირო ნაწილი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, “ქალაქელთა” შეთავაზება, რომელიც 80 მილიონ ევროს შეადგენს, მართლაც საკმაოდ მაღალია და გერმანელებმა კევინის ინგლისში გაშვება გადაწყვიტეს, სადაც ის ადრე ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავდა, მაგრამ წარუმატებლად.
თუ როდის გამოცხადდება ტრანსფერი ოფიციალურად, ეს ამ დროისთვის უცნობია. “ვოლფსბურგი” კი ბუნდესლიგის მორიგ ტურში “შალკეს” წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება, თუმცა ფაქტია, რომ დე ბრუინი მოედანზე არ იქნება.