“ინტერი” ლავეცის შეუთანხმდა, “პსჟ”-ს – არა
არგენტინელი ფეხბურთელის მომავალი ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი.
იტალიური მედიის ინფორმაციით, “ინტერის” ხელმძღვანელობამ ეზეკიელ ლავეცისთან პირადი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმების მიღწევა შეძლო. იმ შემთხვევაში, თუ 30 წლის შემტევი “ჯუზეპე მეაცაზე” გადაბარგდება, ის კლუბთან ორ ან სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ყოველწლიური ანაზღაურება კი 3.5 მილიონი ევრო იქნება.
მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლავეცის ტრანსფერი “ნერაძურიში” უკვე გადაწყვეტილია, რადგან მილანელები პარიზელებს ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვერ შეუთანხმდნენ. “ინტერი” არგენტინელის სანაცვლოდ ექვს მილიონ ევროს იხდის, “პარი სენ ჟერმენი” კი ამ თანხაზე თანახმა არაა და ბევრად მეტს ითხოვს.
ნავარაუდევია, რომ “ინტერი” ფრანგების მიერ მოთხოვნილ თანხას ლავეცის სანაცვლოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ იტალიელები “ვოლფსბურგიდან” ივან პერიშიჩის გადაბირებას ვერ შეძლებენ.