ოფიციალურად: ტიაგომ “ბაიერნთან” გაახანგრძლივა
ახალგაზრდა ნახევარმცველი “რეკორდმაისტერში” კიდევ ოთხი წლით დარჩება.
მიუნხენის “ბაიერნის” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ტიაგო ალკანტარამ კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2019 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
შეგახსენებთ, 24 წლის ნახევარმცველი გერმანული გრანდის შემადგენლობას 2013 წლის ზაფხულში კატალონიის “ბარსელონადან” შეუერთდა. ორი წლის განმავლობაში მან 41 ოფიციალურ შეხვედრაში მოასწრო მონაწილეობის მიღება, გასული სეზონის დიდი ნაწილი კი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა.
“მოხარული ვარ, რომ ტიაგომ გადაწყვიტა, თავისი მომავალი ჩვენს გუნდს დაუკავშიროს და აქ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ითამაშოს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია”, – განაცხადა “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.