29 აგვისტო დინამოს ისტორიაში
შაბათს 29 აგვისტოს დინამო თბილისი საქართველოს 27- ე ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩს ჩაატარებს. ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ლიგის დებიუტანტ- საბურთალოს უმასპინძლებს. დაპირისპირება 18.00 საათზე დაიწყება.
29 აგვისტოს დინამოელებს თავის ისტორიაში 10 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული. 5 მოგება, 2 ფრე და 3 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 18/14 თბილისელთა სასარგებლოდ.
1961 წელს ერევანში ადგილობრივი სპარტაკისა და დინამოს მატჩი ფრედ 1:1 მორჩა. გოლი ვლადიმერ ბარქაიას ანგარიშზეა. 20 წლის შემდეგ თბილისელებმა რამაზ შენგელიას, ნუკრი კაკილაშვილის და ვლადიმერ გუცაევის გოლებით დონის როსტოვის სკა- ს სამი უპასუხო ბურთით მოუგეს. 1983 წელს დინამო 1:2 დამარცხდა ლენინგრადის ზენიტთან. ზენიტს გოლი რამაზ შენგელიამ გაუტანა. მომდევნო სეზონში დინამოს სტადიონზე ჩვენმა გუნდმა ერევნის არარატს 2:0 სძლია. ნუკრი კაკილაშვილმა და ალექსანდრე ჩივაძემ გამოიჩინეს თავი.
1996 წელს დინამომ რუსთავის მეტალურგს ორის წილ ექვსი გოლი გაუტანა. გიორგი დემეტრაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი კახა გოგიჩაიშვილმა, გოჩა ჯამარაულმა, ლევან ხომერიკმა და ნუგზარ ლობჟანიძემ გაუტანეს რუსთაველებს. 1999 წელს დინამომ თბილისს რატი ალექსიძის დუბლით და გიორგი ანჩაბაძის გოლით 3:0 მოუგო. ათი წლის შემდეგ ზესტაფონმა აჯობა ჩვენს გუნდს 4:1. ერთადერთი გოლი ჯორჯ აკირემის ანგარიშზეა. მომდევნო წელს ზუგდიდში ბაიასთან მატჩი უგოლო ყაიმით დასრულდა.
2002 წელს უეფას ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე დინამო თბილისმა ტალინის ტვმკ- ს ლადო ახალაიას გოლით 1:0 მოუგო. 2013 წელს ევროპა ლიგის პლეი ოფში ტოტენჰემ ჰოთსფურმა დინამოს 3:0 აჯობა.
FCDinamo.GE