დე ბრუინი მანჩესტერში გაემგზავრა
ახალგაზრდა ნახევარმცველი “ქალაქელთა” შემადგენლობაში გადასვლის ზღვარზეა.
მას შემდეგ, რაც კევინ დე ბრუინმა “შალკეს” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა გამოტოვა, ახლა ის ქალაქ მანჩესტერში გაემგზავრა. Sport1-ის ჟურნალისტის დანიელ ბეხტის თანახმად, ბელგიელი “მანჩესტერ სიტის” ბაზაზე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ამ კლუბის ფეხბურთელად ოფიციალურად გამოცხადდება.
როგორც ცნობილია, “ვოლფსბურგის” ხელმძღვანელობა დე ბრუინის გაყიდვის სანაცვლოდ ინგლისელებისგან დაახლოებით 50 მილიონი გირვანქა სტერლინგს მიიღებს. თავად ნახევარმცველი კი “ქალაქელებთან” გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 14.5 მილიონი ევრო იქნება.
დე ბრუინის გადაბირებისთვის, ასევე, მიუნხენის “ბაიერნი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იბრძოდა, თუმცა ბელგიელმა “ეტიჰადზე” გადაბარგება ამჯობინა.