“მილანი” არჩევანს ვიტსელსა და სორიანოს შორის გააკეთებს
“როსონერი” ისევ ნახევარმცველის ძიებაშია.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება, სინიშა მიჰაილოვიჩს კი სასურველი ნახევარმცველი ჯერ კიდევ არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ მილანელებმა “ჯენოადან” იურაი კუცკა გაიფორმეს, მთავარ მწვრთნელს კიდევ ერთ ნახევარმცველის შეძენა კვლავ სურს.
“მილანში” გადასვლის მთავარ კანდიდატებად აქსელ ვიტსელი და რობერტო სორიანო ითვლებიან.
სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ბელგიელი მოთამაშე “როსონერის” პრიორიტეტად რჩება, თუმცა მისთვის ბრძოლაში სერიოზულ კონკურენტად რჩება ლონდონის “ტოტენჰემი”. ადრიანო გალიანი რუსებს ვიტსელის არენდით აყვანას, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით სთავაზობს.
ალტერნატიულ ვარიანტად რობერტო სორიანო მიიჩნევა. ამ ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ მხარეები სატრანსფერო ღირებულებაზე ჯერ კიდევ არ შეთანხმებულან. ნავარაუდევია, რომ ტრანსფერში 19 წლის ხოსე მაური ჩაერთვება, რომელიც “მილანის” რიგებს “პარმას” გაკოტრების შემდეგ შეუერთდა.